როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა

2024-04-03 14:36:26

ევროპის ჩემპიონატის ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენას UEFA-ს ბილეთების პორტალზე შეძლებთ.

ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში გამართავს.

18 ივნისს საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება.