ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა

2024-04-02 19:35:32

ქალაქ რუსთავში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მოკლევადიანი მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა ხორციელდება. პროექტი 3 მაისს დაიწყება და 21 მაისს დასრულდება. ძირითადი აქტივობების განხორციელების პერიოდი 7-დან 19 მაისამდეა.

მონაწილეები: 10 ახალგაზრდა ფინეთიდან, 5 ახალგაზრდა საქართველოდან.

პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტის საშუალებით, შეძლებთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა, მიიღებთ გამოცდილებას ახალგაზრდული, სპორტული, კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვაში.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პაკეტი და 120 ევროს ექვივალენტი ლარში.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ მითითებული კითხვარი 8 აპრილის ჩათვლით.

მასპინძელი ორგანიზაცია საქართველოდან - Georgian Youth for Europe