გრძელვადიანი პროექტები საფრანგეთის ხვადასხვა ქალაქში

2024-03-30 18:50:19

ორგანიზაცია ‘’Georgian Youth for Europe"-ის პარტნიორი ორგანიზაცია საფრანგეთიდან 5 გრძელვადიან პროექტზე განცხადების მიღებას იწყებს. პროექტები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყება და სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ორგანიზაციის მიერ სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის თანხები.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 10 აპრილია.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

ორგანიზაცია GYE ქალაქ რუსთავში 2006 წლიდან არსებობს. ორგანიზაციის ხვა პროექტების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე.