უახლესი ინფორმაცია ზვავში მამაკაცის სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით

2024-03-29 20:30:52

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია კიდევ ერთხელ შეწყდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ზვავში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე გააგრძელებენ.

ადგილზე იმყოფება შსს-ს სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც, რომელმაც სტიქიის ზონიდან უკვე გამოიყვანა სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უკვე 30 საათია დიტო გოგოლაძეს ეძებენ.

შეგახსენებთ,  დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილ შუა ხნის კაცს მეორე დღეა ეძებენ.