ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში

2024-03-29 19:56:27

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი პირი, მას დამწვრობა აქვს მიღებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

როგორც"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.