დაბადება-გარდაცვალება და ქორწინება-განქორწინების რაოდენობა ქვემო ქართლში 2023 წელს

2024-03-28 13:00:42

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.

ამასთან, გასულ წელს ცოცხლად დაბადებულთა შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

შობადობის რიცხვი 2022 წელთან შედარებით შემცირებულია ქვემო ქართლშიც.

2022 წელს 5 074 ბავშვი დაიბადა, გასულ წელს კი 4 878.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლში შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობაც. 2022 წელს რეგიონში 4 528 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2023 წელს 4 159.

2023 წელს ქვემო ქართლში შემცირდა ქორწინების რაოდენობაც. 2022 წელს 3 216 ქორწინება იყო, ხოლო 2023 წელს 2 748.

გაზრდილი განქორწინების რაოდენობა. 2022-ში 1 283, ხოლო 2023 წელს 1 331.