რუსთავში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

2024-04-26 23:46:57

რუსთავში, თოდრიას ქუჩის მიმდებარედ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე კაცია.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მე-8 სართულის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. 

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.