რუსთავში რამდენიმე Playstation მოიპარეს

2024-03-23 12:21:59

რუსთავში ერთ-ერთ ობიექტში რამდენიმე Playstation მოიპარეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, სადაც კომპიუტერული თამაშების სივრცე იყო მოწყობილი, ახალგაზრდა კაცი შეიპარა და 3 Playstation მოიპარა.

ქურდობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 20 წლამდე მამაკაცი დააკავეს.