მოსკოვში ტერაქტის დროს 60 ადამიანი დაიღუპა [video]

2024-03-23 11:16:43

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 115-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია.

რუსული „ტელეგრამის“ არხების ცნობით, საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები