სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

2024-03-20 11:44:26

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს რკინიგზაშიც დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

"ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

ფოტო: მთავარი არხი.