8 ოფიციალური დასვენების დღე სკოლებში

2024-03-19 15:47:50

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ სემესტრში კიდევ 8 ოფიციალური დასვენების დღე იქნება.

2023-2024 სასწავლო წლის კალენდრის მიხედვით სკოლებში დასვენებები იქნება: 9 აპრილს, 3,4,5 და 6 მაისს სააღდგომო დასვენებები, 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 12 მაისს - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

სასწავლო წელი დამამთავრებელი კლასისთვის 20 მაისს დასრულდება, პირველკლასელებისთვის 27 მაისს, ხოლო ყველა სხვა სწავლას 14 ივნისს დაამთავრებს.