იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

2024-03-15 11:25:23

იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ცნობილია, რომ ის ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ ჩადენილ ქურდობაზეც.