19 წლის კაცმა დედაზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

2024-03-13 12:01:30

გორში 19 წლის ბიჭმა დედაზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ახალგაზრდა სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.