უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

2024-03-10 12:25:37

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ლეგიონი ავრცელებს.

"ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს, ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.

ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!", - წერია ქართული ლეგიონის სოციალურ ქსელში.