პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2024-03-10 12:16:30

პოლონეთში, პოდლასკის სასაზღვრო დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მას ბრალად ედება პოლონეთში არალეგალი ემიგრანტების გადაყვანის ორგანიზება.

მედიის ცნობით, აღნიშნული ბრალდებით საქართველოს 54 წლის მოქალაქე უკვე მესამედ დააკავეს.