20 წლის ბიჭს ეძებენ

2024-03-09 13:42:22

ბათუმში 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებენ.

როგორც "ინფო რუსთავს" ბიჭის მამამ განუცხადა, ბიჭი ბოლოს 5 მარტს ნახეს. მისივე ინფორმაციით, საღამოს საათებში ის სახლიდან ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ახალგაზრდა სამეთვალყურეო კამერებმა ბოლოს ბათუმის ბულვარში დააფიქსირეს.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 598 09 00 52.