ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-03-08 19:27:06

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა. 

შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.