ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2024-03-07 18:09:24

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ  2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, 10 სახლი გაქურდეს.

32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსე სეიფი წაიღეს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და გატეხილი სეიფიც ჩეხეთში იპოვეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქართველები ავსტრიელმა სამართალდამცველებმა იანვარში, სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.