მოხალისეობრივი პროექტები გერმანიის დედაქალაქში

2024-03-05 20:01:34

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისის ვაკანსიებს ბერლინში აცხადებს.

პროექტები 2024 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

ყველა პროექტზე სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტზე განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ CV გერმანულ ან ინგლისურ ენაზე და შევსებული სააპლიკაციო ფორმა სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: georgianyouth@gmail.com

განცხადების მიღების საბოლოო ვადა 20 მარტია.

შესავსები სააპლიკაციო ფორმა იხილეთ მითითებულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს