იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2024-03-03 12:46:08

იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ფაქტზე დააკავეს.

პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.

ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. ის ქვეყნიდან 2023 წელს გააძევეს.