6-თვიანი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდებისთვის

2024-03-02 18:35:44

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ პროექტს საზღვარგარეთ აცხადებს. პროექტი 6 თვის განმავლობაში ავსტრიაში განხორციელდება. მოხალისე ჩართული იქნება კულტურულ ღონისძიებებში, ფესტივალებში, ხელოვნებასა და ქუჩის მხატვრობასთან დაკავშირებულ პროექტებში, სპორტულ, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში, რომელთა მიზანიც სოციალური გამოწვევების დაძლევაა.

მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

პროექტზე სრულად არის დაფინანსებული მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შესატანად გააგზავნეთ ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე:  georgianyouth@gmail.com

პროექტზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ Facebook გვერდს.