პოლონეთში ქართველი დააკავეს

2024-03-02 13:31:41

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

პოლონური მედიის ცნობით, ის 2023 წლის 27 სექტემბერს გდანსკის აეროპორტიდან სასაზღვრო კონტროლს გაექცა.

5 თვიანი ძებნის შემდეგ კი 26 თებერვალს, გროძისკის რაიონში დააკავეს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში არალეგალურად ჩაფრინდა.

დაკავებულს ბრალად ედება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ძალადობა და მუქარა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.