პოლონეთში ქართველი ტაქსის მძღოლი დააკავეს

2024-02-28 17:49:59

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ვარშავაში სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა 31 წლის კაცის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნა შეამოწმეს და დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში არალეგალურად, საჭირო ბინადრობის საბუთების გარეშე იმყოფებოდა.

"უფრო მეტიც, კაცი ყოველდღიურად ატარებდა ადამიანებს [ტაქსის] ორი პოპულარული მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ოფიცრებმა ქართველის ტელეფონში ამოიღეს მართვის მოწმობებისა და პასპორტების ფოტოები მისი გამოსახულებით, მაგრამ სხვა პირების პერსონალური მონაცემებით", - ამბობს გამოძიება.

პოლიციამ დაკავებულის ბინაც გაჩხრიკა.

სახლში 6 პოლონური და 12 უცხოური მართვის მოწმობა ნახეს, ასევე პასპორტების პერსონალიზაციის გვერდები, მათ შორის ორი პოლონური და 13 სხვა ქვეყანის, 342 ცალი მოთხოვნა სისხლის სამართლის ჩანაწერის არქონის შესახებ, 17 მძღოლის ID, ტაქსის ლიცენზიები, ცნობები ფსიქოლოგისგან.

კაცს ბრალად წარედგინა დოკუმენტების გაყალბება მათი ავთენტურად გამოყენების მიზნით და ყალბი დოკუმენტების გამოსაყენებლად მომზადება.