"ცხედარი ორმოში იპოვეს"

2024-02-28 17:33:03

ლილოს დასახლებაში, 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა, დილას კი ის მოკლული ნახეს.

გოგონა ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.