სასამართლო დავა რუსთავის მერიასა და საკრებულოს შორის [video]

2024-02-26 19:54:49

რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს წინააღმდეგ დავა მოიგო.

უპრეცედენტო საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ონიანმა მიიღო და მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, წარმომადგენლობითი ორგანოს რიგი კომისიები არაუფლებამოსილ პირებად იქნენ ცნობილი, ბიუროზე და საკრებულოს სხდომაზე განხილვის გარეშე, მერიის მიერ წარდგენილი რამდენიმე პროექტის ისევ მერიისთვის უკან დაბრუნების გამო.

მოსამართლის განცხადებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ შეროზიას მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები.

სასამართლო ხდომას დღეს რუსთავის მერიც ესწრებოდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რუსთავის მერმა განაცხადა, ეს იყო პროცესი არა რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, არამდ რუსთაველები "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ.

გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ გახარიას პარტიის წევრები.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსთავის მერი სასამართლოს "ქართული ოცნების" დამფინანსებელი დეველოპერების დასაცავად იყენებს, რადგან პრექტები, რომელიც შესწორების მიზნით მერიას უკან გაეგზავნა, რუსთაველების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

გაასაჩივრებს თუ არა საკრებულო მიღებულ გადაწყვეტილებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.