ოქროს კონტრაბანდა

2024-02-23 00:12:18

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო", მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 103,15 გრამი) და 261 ცალი ბრილიანტის თვალი გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 18 005,37 ლარის ოდენობით შეეფარდათ", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.