კორპუსში რამდენიმე პირი დააკავეს

2024-02-22 23:43:53

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ინდოელები სამართალდამცველებმა დილით წაიყვანეს.

მათივე თქმით, აღნიშნული პირები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ და რას საქმიანობდნენ მათთვის უცნობია.

დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარზე უწყებაში განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.