პეგასუსმა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა 8-დან 3 კილომდე შეამცირა

2024-02-19 14:03:36

თურქულმა ავიაკომპანია პეგასუსმა ბორტზე ასატანი ხელბარგის წონა შეამცირა.

თუ აქამდე ყველაზე იაფიან ბილეთზე 8 კილო ბარგის წაღება შეგეძლოთ, ახალი წესის თანახმად, ხელბარგის წონა 3 კილოს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები ძალაში უკვე შევიდა და ვრცელდება პეგასუსის ყველა საერთაშორისო ფრენაზე.

მგზავრებს, რომლებსაც არ აქვთ დამატებითი ბარგი ნაყიდი და ხელბარგის წონა 3 კილოს გადააჭარბებს, თანხის დამატება მოუწევთ.