დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი

2024-02-19 13:58:20

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 172,1 გრამი) გამოვლინდა.

უწყების განმარტებით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 16 699.51 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.