ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ პროექტს პოლონეთში აცხადებს

2024-02-17 18:12:36

ორგანიზაცია ''Georgian Youth for Europe'' მოხალისეობრივ პროექტს პოლონეთში აცხადებს. პროექტი 2024 წლის თებერვალში/მარტში განხორციელდება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად ახალგაზრდულ ცენტრსა და საბავშვო ბაღებში მუშაობას მოიცავს. მთავარი მოთხოვნის მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

ორგანიზაციის მიერ სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტზე განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ თქვენი ინგლისურენოვანი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს.