ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2024-02-17 18:13:57

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობს შეეჯახა.

ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.