2 დღეა 22 წლის ბიჭს ეძებენ

2024-02-17 15:50:29

ბათუმში, 22 წლის ანრი მუკუტაძეს ეძებენ.

როგორც დაკარგული ბიჭის დამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, მისი ძმა სახლიდან 16 თებერვალს გავიდა.  აცვია თეთრი კედები, შავი ჯინსი და მანჟეტიანი ქურთუკი.

"დაიკარგა 22 წლის ანრი მუკუტაძე, ბათუმში. ბოლოს სახლში იყო 16-ში, სახლიდან გავიდა დაახლოებით 8ის 15 წუთზე, აცვია თეთრი კედები, შავი ჯინსი და მანჟეტიანი ქურთუკი
თუ იპოვით დარეკეთ: 579032660
" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში