ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ ხიდზე [photo]

2024-02-16 18:21:06

ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ფორდის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები