ალექსეი ნავალნი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

2024-02-16 16:20:58

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

დადასტურებულ ინფორმაციას საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

47 წლის ნავალნი ვლადიმერ პუტის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამ წლის 16 თებერვალს, მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, თითქმის მაშინვე დაკარგა გონება. სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულებიდან სამედიცინო მუშაკები და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი მტკიცებით, განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ დადებითი შედეგი არ გამოიღო.