რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2024-02-13 02:20:26

კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, მე-12 მ/რ  წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 13 თებერვალს 17:30 საათიდან 20:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:  

ლეონიძის-12-დან 24-ის ჩათვლით, მე-15 მ/რ-ს, მე-14 მ/რ-ის 45, 47, 48. მესხიშვილის მე-3 გასასვლელს, ტაშკენტის 5.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.