როგორია რუსთავში ბაზრობაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა

2024-02-11 19:22:01

რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობაზე 9 თებერვალს დაჭრილი 25 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ მძიმედ ფასდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც ახალგაზრდა დაჭრის შემდეგ მოათავსეს.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი არის კონტაქტური.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ე.წ. სტამბულის აგრარულ ბაზრობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, 4 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა.

მკვლელობისთვის დაკავებულია 36 წლის გიორგი ორველაშვილი, რომელიც ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმის შვილია.

ორველაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამავე საქმეზე იარაღის დაუდევრობის შენახვის ბრალდებით დაკავებულია ორველაშვილის 19 წლის ძმა, რომლის მფლობელობაში არსებული იარაღითაც მოხდა მკვლელობა.

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით მასაც პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები