როგორია სტამბულის ბაზარში დაჭრილი 25 წლის ბიჭის მდგომარეობა

2024-02-09 13:26:23

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც "კლინიკა რუსთავში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს, 25 წლის ბიჭს ჭრილობა ზედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. 

ექიმების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, ბაზრის ტერიტორიაზე 36 წლის კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები