კარიერა და განვითარება

2024-02-08 18:43:07

6 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ CV შექმნის დროს

თქვენი რეზიუმე ბევრ კომპანიაში გააგზავნეთ და მაინც არავინ გირეკავთ? მიუხედავად იმისა, რომ თვლით კარგი გამოცდილება გაქვთ? ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი
პრობლემაა. ამ ბლოგში მოგიყვებით იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რომელიც CV შექმნის დროს არ უნდა დაუშვათ.

CV ლათინური სიტყვების curriculum vitae შემოკლებაა და ქართულად ცხოვრების გზას ნიშნავს. Ის ერთგვარი დოკუმენტია, რომელიც დამსაქმებელს ჩვენი სამსახურებრივი მიღწევების შესახებ ამცნობს.

X არ გამოიყენოთ 7-8 გვერდიანი CV. კადრების შერჩევის მენეჯერს ძალიან ცოტა დრო აქვს იმისთვის რომ ასობით CV წაიკითხოს, ამიტომ შეეცადეთ იყოთ კონკრეტულები და CV-ში დაწეროთ მხოლოდ ის, რაც მოცემული ვაკანსიისათვის შესაბამისი გამოცდილებაა. სასურველია თქვენი გამოცდილება ორი გვერდამდე დაიყვანოთ და დაწეროთ მხოლოდ ის რაც მართლაც მნიშვნელოვანია.

X ნუ გამოიყენებთ ფოტოებს თქვენს CV-ში. CV ჰალოს ეფექტს ახდენს ჩვენზე, რამდენიმე წამში 2 გვერდიანმა დოკუმენტმა შეიძლება
ძალიან ბევრი გვითხრას ადამიანზე. Ამიტომ თუ “პროფესიულო ფოტო” არ გაქვთ საერთოდ მოერიდეთ ფოტოს გამოყენებას თქვენს რეზიუმეში.

X არ მოიტყუოთ. Ნუ ჩაწერთ რეზიუმეში იმას რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, პირველ ეტაპზე გადახვიდეთ, მაგრამ გამოცდილი რეკრუტერი ადვილად გამოგიჭერთ ტყუილში. თქვენ უბრალოდ დროს დაკარგავთ და შესაძლოა კომპანიის “შავ სიაშიც” მოხვდეთ

X კაშკაშა და განსხვავებული ფორმები ყოველთვის არ არის კარგი. Მაშინ,როდესაც ადამიანებს უნდათ რომ რეზიუმე განსხვავებული იყოს, ზომიერებას კარგავენ
და კრეატიულობის მორევში ეშვებიან. Შედეგად, შეიძლება ისეთი რეზიუმე მიიღოთ სადაც ტექსტი არ იკითხება, ან მასზე საშინელი დიზაინის ფიგურებია გამოსახული. კრეატიულობა კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. თუ ბანკში აგზავნით რეზიუმეს ყვითელ ფურცელზე დაწერილი სამკუთხედის ფორმიანი CV ნამდვილად არ გამოგადგებათ.

X ერთი ყველასათვის. დიდი კომპანიები იყენებენ სპეციალურ სისტემას რომელიც არჩევს თქვენი რეზიუმეს შესაბამისობას მოცემულ ვაკანსიასთან, ამიტომ გირჩევთ რომ თქვენი გამოცდილება სწორედ მოარგოთ სამუშაოს აღწერილობას და მხოლოდ ერთი რეზიუმე არ გამოიყენოთ ყველა ვაკანსიისათვის.

X სხვადასხვა ფორმატის ტექსტი.  გახსოვდეთ რომ დეტალები მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ერთი ფორმატის ტექსტი (ფონტი,ზომა) და ტექსტის ფორმატისას გამოიყენეთ თანმიმდევრული სტრუქტურა. ასევე, Ნუ გამოიყენებთ mail.ru -ს თქვენს საკონტაქტო მეილად და კარგია იქნება თუ CV-ში თქვენს
ლინკდენსაც მიუთითებთ.