რამდენი ლარი შევიდა რუსთავის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

2024-02-08 13:33:25

რუსთავის ბიუჯეტში 2023 წელს სათამაშო ბიზნესიდან 972 000 ლარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიიდან მიაწოდეს.

გასული წლის მოსაკრებელი კვარტლების მიხედვით ასე გამოიყურება:

1 კვარტალი - 234 000 ლარი;
2 კვარტალი - 252 000 ლარი;
3 კვარტალი - 243 000 ლარი;
4 კვარტალი - 243 000 ლარი.

აღსანიშნავია, რომ თანხა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია.

რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, 2022  წელს სათამაშო ბიზნესიდან ქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი 936 000 ლარი იყო, ხოლო 2021 წელს 956 984 ლარს შეადგენდა.