რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია არ მიეწოდება

2024-01-30 13:12:25

რუსთავში 21-ე მიკრორაიონსა და მიმდებარე ქუჩებს ელ. ენერგია არ მიეწოდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კომპანია ენერგო პრო ჯორჯიაში განუცხადეს, დენის გათიშვა ავარიულად მოხდა.

მათი განცხადებით კომპანიის თანამშრომლები პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ და აბონენტებს დენის მიწოდება ერთ საათსა და 30 წუთში აღუდგება.