რუსთავში ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მინივენი შეეჯახა [photo]

2024-01-29 20:23:51

რუსთავში გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს რუსთავი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ჰონდას" მარკის მინივენი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.