1403.28 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები

2024-01-29 15:45:21

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი “, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 142 418.84 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.