რუსთავში, 21-ე მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო

2024-01-23 19:51:58

რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.