როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-01-23 18:20:49
კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ვ.ფშაველას და ყაზბეგის ქუჩების კვეთაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათიდან 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ვ.შაველას ქუჩას გასასვლელებით და ჩიხით, თბილისის 6, 8, 10, 12 , იაღლუჯის ქუჩას და ყაზბეგის 11, 13 ნომრებს.