მოხალისეობრივი ვაკანსია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

2024-01-13 16:45:42

ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ ვაკანსიას ლიეტუვაში, ქალაქ შიაულიაიში აცხადებს. პროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრში მუშაობას მოიცავს.

პროექტი 2024 წლის 1 თებერვალს იწყება და ამავე წლის 30 ნოემბერს სრულდება.

ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის თანხის ხარჯები.

განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე: georgianyouth@gmail.com

მასპინძელი ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.