პროექტები საზღვარგარეთ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის

2023-12-30 21:02:19

საქველმოქმედო ორგანიზაცია კარიტასი გრძელვადიან მოხალისეობრივ პროექტზე განცხადებებს იღებს. პროექტი პოლონეთის ზღვისპირა ქალაქებში - გდანსკში, გდინიაში და სოპოტში ხორციელდება.

მოხალისეს საშუალება ექნება, ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო აქტივობებში.პროექტი 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. სრულად ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები.

პროექტით დაინტერესების შემთხვევაში განცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: georgianyouth@gmail.com დეტალური ინფორმაცია მასპინძელი ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.