საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

2023-12-17 16:18:00

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს.

მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქლაქეები.

როგორც ბერძნული მედია წერს, საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ.

მედიის ცნობითვე, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადსხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას ჩადიოდნენ.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციის ფაილების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს.

ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის კაცს, 6 წლის გოგოს გატაცებაშიც ედება ბრალი.