როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-12-09 14:06:57

კომპანია "რუსთავის წყალი" რუსთავი, მე-17მრ 24 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 9 დეკემბრის 12:45 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე 17მრ 1, 2, 15, 16, 20, 20ა, 24, 25, 26, 27, 27ა, 28, 29.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.