რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-12-05 19:47:38

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის გიორგაძის N16-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 6 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გიორგაძის, ბარნოვის, ჩეხოვის, ჩაპაევის და გრანელის ქუჩებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ნეკრასოვის N12ა - თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 6 დეკემბერს 11:30 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნეკრასოვის, სამშვილდის, ბერიტაშვილის, ტოლსტოსი, მცხეთის, კახეთის, გ. ჯავახიშვილის,  სამგორის და  მაზნიაშვილის ქუჩებს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის ლესელიძის მეორე გას. N12 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 6 დეკემბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ლესელიძის პირველ და მეორე გასასვლელს და ლესელიძის პირველ და მეორე ჩიხს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.