ირაკლი ტაბაღუამ მოადგილეები წარადგინა

2017-11-28 18:29:26

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილეები წარადგინა. 
მერის მოადგილის თანამდებობას დავით კეკელიძე და გოჩა ლორია დაიკავებენ.

დავით კეკელიძე წლების განმავლობაში საბანკო სფეროში მოღვაწეობდა ბოლოს კი ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის პოზიცია ეკავა.

რაც შეეხება გოჩა ლორიას, ლორია რუსთავის ყოფილი მერის, დავით ჯიქიას, მოადგილის პოზიციას იკავებდა, ის თანამდებობიდან 2016 წელს გაათავისუფლეს, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ ჩაითვალა და მისი თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება გამოიტანა.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, არაა გამორიცხული ზოგიერთ სამსახურში რეორგანიზაციები დაიწყოს.
"იქნება გუნდური მუშაობა, გუნდური პრინციპები და აუცილებლად ყველა გადაწყვეტილება დამოკიდებული და დამყარებული იქნება საღ აზრზე, რომელსაც ერთად განვიხილავთ და უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული " - აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ. ნახეთ ვიდეო.